,,ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში ავტომობილი შევარდა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ,,ლიბერთი ბანკის” ფილიალში ავტომობილი შევარდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

მსგავსი თემები