რუმინეთში ბენზინგასამართ სადგურზე 2 ძლიერი აფეთქება მოხდა

რუმინეთში თხევადი გაზის სადგურზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 46 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 26 მეხანძრეა.

ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულებიდან რვას მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული, მათი გადაყვანა საზღვარგარეთ საავადმყოფოში იგეგმება.

არსებული ინფორმაციით, ტერიტორიიდან 700 მეტრის რადიუსში ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

რუმინეთის სასწრაფო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, არსებობს სხვა ტანკერების აფეთქების რისკიც.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები