,,ეს ჭარბი ნალექიანობის შედეგად შლაა” – თეა გოდოლაძე შიომღვიმეზე

,,ეს ჭარბი ნალექიანობის შედეგად შლაა. ნალექი ამძიმებს ქანს და მიდრეკილს ხდის მეწყრული პროცესებისკენ”. ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გეოლოგმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.

,,ეს არის ჭარბი ნალექიანობის შედეგად კონგლომერატის შლა. ვაფრთხილებდით და ვიცოდით, ისეთი გაზაფხული, ზამთარი იყო და ისეთი ზაფხულია, რომ ნალექი ამძიმებს ქანს და მიდრეკილს ხდის მეწყრული პროცესებისკენ. ერთი შეხედვით, ეს არის, რასაც ვუყურებ. მე დასკვნას ვერ გამოვიტან ნამდვილად, სანამ იქ არ მივალ და თვითონ არ ვნახავ, რა ხდება. გეომეტრიულად უცნაურად მეჩვენება და ამიტომ საინტერესოა, სანახავია”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

მსგავსი თემები