გენეტიკური ტესტით პრიგოჟინის სიკვდილი დადასტურდა

ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი გენეტიკური ტესტით დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პრიგოჟინი 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მისი პირადი თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა. მასთან ერთად დაიღუპა ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.

Associated press-ის ინფორმაციით, აშშ-ს დაზვერვამ პირველადი გამოძიებით დაადგინა, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება განზრახ აფეთქებამ გამოიწვია. ანალიტიკოსები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება რუსეთს უკავშირდება და ვაგნერის დამფუძნებლის მკვლელობა პუტინის შურისძიება იყო ივნისში მომხდარი სამხედრო არეულობის გამო. თავად რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და მას ,,აბსოლუტურ სიცრუეს” უწოდებს.

მსგავსი თემები