გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას და ვიმოქმედებთ შემდგომ. ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კვლავ ძალაშია შეზღუდვა შიომღვიმის ტერიტორიაზე მომლოცველთა და ტურისტთა შესვლაზე.
„გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას და ვიმოქმედებთ შემდგომ. წინამძღვართან კოორდინირებული მუშაობით გავატარეთ შესაბამისი სამუშაოები. შეიზღუდა მომლოცველთა და ტურისტთა შემოსვლა. გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება იყოს შემდგომ“, – განაცხადა გოჩა ქავთარაძემ.