ჩერნიგოვში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა – არის მსხვერპლი

ჩერნიგოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, დაშავებულია 129 ადამიანი, დაღუპულია 7, მათ შორის ექვსი წლის ბავშვი. დაშავებულებს შორის 15 ბავშვია, 15 პოლიციელი.

რუსებმა სარაკეტო იერიში ჩერნიგოვის ცენტრზე, დრამატულ თეატრზე მიიტანეს. შენობის უკან არის დიდი პარკი, სადაც დედები და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თავდასხმის დროს ძირითადად დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებიც მანქანებში იყვნენ, გზაზე ან ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ.

მსგავსი თემები