თურქეთის მოსახლეობა დამანგრეველი მიწისძვრების შესახებ გააფრთხილეს

თურქეთი ძლიერი მიწისძვრების პერიოდში შედის. მიწისძვრები, რომლებიც მუდმივად ხდება თურქეთში, შეიძლება კიდევ უფრო დამანგრეველი გახდეს. ამის შესახებ ადგილობრივმა წამყვანმა სეისმოლოგმა, ნაჯი გორიურმა განაცხადა.

„ამაზე არ ვხუმრობ, რადგან გასაგებია, როგორი იქნება შემდეგი პერიოდი. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეტაპზე, როდესაც შევდივართ პერიოდებში, როდესაც ძლიერი მიწისძვრები იწყება”, – განაცხადა მან.

სეისმოლოგმა ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდა, რადგან სტამბოლიც კი, რომელიც გამუდმებით რაღაცას აკეთებს მიწისძვრებისთვის მოსამზადებლად, ბოლომდე ვერ გაუძლებს ასეთ ძლიერ ბიძგებს.

მსგავსი თემები