ქირურგი რობოტები და ოპერაცია რობოტების დახმარებით  – ვიდეორეპორტაჟი პეკინიდან

„მედიაცენტრი მთავარი“ აგრძელებს თემატურ რეპორტაჟებსა და ვიდეორგოლებს პეკინიდან. ამჯერად წარმოგიდგეთ სამედიცინო რობოტებს, რომლებიც ოპერაციასაც აკეთებენ და სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, არ არსებობს ფუნქცია, რომლის შესრულება ადამიან, თუ სხვა სახის რობოტს არ შეუძლია.

ეს ყველაფერი კი გადავიღე პეკინში, სადაც 22 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიოს 2023 წლის რობოტების კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე კი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით მოვხვდი.

რობოტექნიკის ინდუსტრია საოცარი სანახაობაა. მთელი მსოფლიო აქ არს წარმოდგენილი. მოწვეულები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მაღალი დონის მეცნიერები და ცნობილი სახეები. გამოფენა კი სხვადასხვა პავილიონში 45 000 კვადრატულ ფართობზე იმართება.

ეკა გულუა პეკინიდან 

რობოტები მსოფლიოს იპყრობენ – „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟი ჩინეთიდან

მსგავსი თემები