ოკუპანტები ახლახან გათავისუფლებული უროჟაინოეს აღებას ცდილობდნენ

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულ ძალებს შეტევის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ. ისინი წინსვლას ცდილობდნენ ბახმუტთან, მარინკასთან და ახლახან გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს მიდამოებში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსებმა შეტევის წარუმატებელი მცდელობა განახორციელეს ბოგდანოვკას ჩრდილოეთით, ასევე კლეშჩიევკას ჩრდილოეთით და სამხრეთით. თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების შეტევა ქალაქ მარინკას მახლობლადაც მოიგერიეს.

“შახტიორსკის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას სოფელ უროჟაინოეს მიდამოში, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს”, – ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში.

პარალელურად. უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით აგრძელებენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ჯამში 32 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მსგავსი თემები