პაკისტანში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თვითნაკეთი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელსაც ვაზირისტანში, ავღანეთის საზღვართან მშენებარე ვაზის მუშები გადაჰყავდა.

უცხოური მედია პოლიციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქებას სწორედ მუშები ემსხვერპლა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

მსგავსი თემები