ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

​უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად, ნიდერლანდებში ჩავიდა.

უკრაინული დელეგაცია ნიდერლანდების პრემიერ მარკ რიუტეს შეხვდება, სადაც F-16-ების გადაცემის საკითხს განიხილავენ.

“მთავარი საკითხია F-16 უკრაინისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან. ჩვენ უფრო გავძლიერდებით. ასევე, დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტი, #PeaceFormula, ტერორისტული სახელმწიფოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები