ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული

ესპანეთის კუნძულ ტენერიფედან ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული. ხანძარი კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მძვინვარებს.

არსებული ინფორმაციით, შაბათის შუადღის მონაცემებით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 26 ათასი ადამიანი. ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს, ამიტომ, გაუარესებული პირობების გამო, კვირას ევაკუაციის პროცესი გაგრძელდება.

ხანძარმა 11 დასახლება დააზარალა. ამ დროისთვის დამწვარია ხუთი ათასი ჰექტარი. ხანძარი კუნძულ ტენერიფეზე, ვულკან ტეიდეს გარშემო მდებარე ეროვნულ პარკში გაჩნდა

მსგავსი თემები