რუსული კოსმოსური ხომალდი მთვარეს შეეჯახა და განადგურდა

რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და განადგურდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.

“როსკოსმოსის” განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა”.

არსებული ინფორმაციით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.

ცნობისთვის, Luna-25 მთვარეზე 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან გაუშვეს. ბოლო 50 წლის განმავლობაში, ეს მთვარეზე რუსეთის პირველი მისია იყო.

მსგავსი თემები