უკრაინელმა პილოტებმა F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის ცნობით, უკრაინელმა მფრინავებმა უკვე დაიწყეს  F-16 თვითმფრინავებზე წვრთნა. მინიმალური სასწავლო პერიოდი 6 თვეა.

მინისტრი ამბობს, რომ სწავლებაში მონაწილეობას პილოტების გარდა გარკვეული რაოდენობის ინჟინრები და ტექნიკოსებიც მიიღებენ.

“მომზადების ეს პერიოდი ტრენინგის სახით იმაზე დაიხარჯება, რომ გავაგრძელოთ პროექტი იმის გასაგებად, თუ პირდაპირ როდის მივიღებთ თვითმფრინავებს. და ასევე რაც მთავარია – რამდენს”, – თქვა რეზნიკოვმა.

ცნობისთვის, 11 პარტნიორმა ქვეყანამ, უკრაინასთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც განსაზღვრავს უკრაინელი მფრინავების მომზადების პირობებს F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე.

მსგავსი თემები