დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკი დაბომბეს

დღეს, დილის 7 საათზე, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, რის შედეგადაც  ერთი მშვიდობიანი მოქალაქე მძიმედ დაშავდა. როგორც “უკრაინსკაია პრავდა” წერს, ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან.

არსებული ინფორმაციით, კუპიანსკში დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლი და ხანძარი გაჩნდა ხორცის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

მსგავსი თემები