თბილისი-ფოთის რეისი გაჩერებულია – უამინდობის გამო მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა

თბილისი-ფოთის მატარებელი გაჩერებულია.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც გაჩერებულია სადგურ რიონში.

რკინიგზაში ვერ აკონკრეტებენ როდის აღდგება მოძრაობა.

“საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს. საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები