,,კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას” – სალომე ზურაბიშვილი

“კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!

შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა რატიფიცირება გაუკეთა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ დოკუმენტს, რომელიც რუსულ მხარეს საშუალებას მისცემს აეროპორტი საკუთარი შეხედულებების მიხედვით მართოს.

მსგავსი თემები