ჯო ბაიდენის შვილი სასამართლოში გარიგებას ჯერჯერობით ვერ მიიღებს

ჯო ბაიდენის შვილი სასამართლოში გარიგებას ჯერჯერობით ვერ მიიღებს. სასამართლოს განმარტებით, საქმე რომ გადაიხედოს, მეტი დროა საჭირო.

საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც ჰანტერ ბაიდენის მხრიდან საგადასახადო საკითხებზე, ასევე ნარკოდამოკიდებულებასა და იარაღის უკანონო ტარებაზე ბრალის აღიარებას ითვალისწინებს, სანაცვლოდ კი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსი შვილი, ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით მკურნალობის კურსს დათანხმდება.

ამ შეთანხმებით, ჰანტერ ბაიდენი, განაჩენის აღსრულების უფრო მძიმე ფორმას, პატიმრობას აიცილებს თავიდან, თუმცა სასამართლომ საქმის გადასახედად რამდენიმე კვირა მოითხოვა.

მსგავსი თემები