„სანამ ყირიმის ხიდი ჯერ კიდევ მუშაობს, ოკუპანტებს შეუძლიათ, სახლში დაბრუნდნენ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ოკუპირებულ ყურიმზე საუბრობს და ოკუპანტებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„ყირიმის დეოკუპაციური ნაბიჯების სიას ვამზადებთ. კომპლექსურების, უსაფრთხოების, ეკონომიკურის, სოციალურის. საკმაოდ სწრაფად შეგვიძლია ყირიმის უკრაინის სახელმწიფო ქსოვილში რეინტეგრირება. ოკუპანტებს ურჩევნიათ, დაფიქრდნენ, დაბრუნდნენ რუსეთში, სანამ ყირიმის ხიდი ჯერ კიდევ ასე თუ ისე მუშაობს. ყირიმი, როგორც მთელი უკრაინა, თავისუფალი იქნება. თავისუფალი მთელი რუსული ბოროტებისგან. რუსული რაკეტებით დაწყებული და ყოველი რუსი ოკუპანტით დამთავრებული. რუსეთი ამ ომს წააგებს და ვერცერთი რაკეტა მას ვერ გადაარჩენს,” – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები