გია ბარამიძე ნიკა მელიას მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და საკუთარი პარტიის შექმნისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ, რომ წავიდეს თუ აღარ შესტკივა გული. თავისი ოჯახი ააშენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს. თავისი ყოფილი გუნდის ლანძღვით კი არა, იმითი, რომ უკეთესი იყოს. სანამ 2021 წლის ამბებზე დღეს ილაპარაკებს, მანამდე გასცეს პასუხი. მაშინ რატომ არ ილაპარაკა ამის თაობაზე თუ ასეთი სიმართლის მთქმელი იყო. რატომ ჩაიგუბა პირში წყალი მაშინ?! მე ეს არ ვიცოდი. მე ნიკას ვეკითხები, ახლა გაიგე ნიკა ეგ ამბავი?“, – აცხადებს გია ბარამიძე.

მსგავსი თემები