სალომე ზურაბიშვილი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს.

„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!,“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები