აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატით პირველ ეტაპზე 5-6 ბავშვი იმკურნალებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე მედიკამენტს 5-6 ბავშვი მიიღებს, რადგან წამლის გამოყენების ასაკი შეზღუდულია და ამ ბავშვებსაც ზრდის ზონები ეხურებათ.

„ბავშვების რაოდენობა განისაზღვრა 5-6 ბავშვით, რადგან წამლის გამოყენებას აქვს ასაკობრივი ზღვარი. ზღვარის შემდეგ მისი გამოყენება აზრს კარგავს, ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ ზუსტად ამ ბავშვებზე გავაკეთებთ აქცენტს. მედიკამენტს ვიყენებთ პირველად და პრაქტიკულად ვიმყოფებით კლინიკური კვლევის დონეზე. ბავშვებზე იქნება მაქსიმალური დაკვირვება.

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ ერთხმად მივიღეთ პროტოკოლი. ეს კი გვაძლევს საფუძველს, შევიმუშაოთ გეგმა 2023-2024 წლისთვის, როდის, სად, რომელ კლინიკაში და რა მულტიმიმართულების ექიმები მიიღებენ ბავშვებს. ჯერ შერჩეული იქნება ერთი კლინიკა დედაქალაქში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გეგმაში გაწერილია 2023 წელი და პირველი 5-6 ბავშვი, რომელიც შეირჩევა მრავალპროფილური წარმომადგენლობითი ჯგუფის ექიმების მიერ, ისინი წამალს წელს მიიღებენ“ – აღიშნა ლომინაძემ.

მსგავსი თემები