უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გახანგრძლივდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების ორი კანონპროექტი გუშინ, 26 ივლისს წარუდგინა.

,,უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების „უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ“ , მხარი დაუჭირა 347-მა სახალხო დეპუტატმა. საომარი მდგომარეობა ქვეყანაში ოფიციალურად 16 ნოემბრის 05:30 საათამდე გაგრძელდება.

რადამ მიიღო კანონი “უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ “საერთო მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებაც” გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 334-მა სახალხო დეპუტატმა. საერთო მობილიზაციაც 90 დღით გაგრძელდა.

 

მსგავსი თემები