დუმის დეპუტატებს შოიგუსა და გერასიმოვის ნებართვის გარეშე, ომში და სამხედრო ნაწილებში სტუმრობა აეკრძალათ

რუს დეპუტატებს სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში ვიზიტის ნებართვა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსგან, ან გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისგან დასჭირდებათ. დეპუტატებს ნებართვის გარეშე “სამხედრო ოპერაციის ზონაში” გამგზავრება ეკრძალებათ.

“სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს შეატყობინეს, რომ უკრაინაში, სამხედრო ოპერაციის ზონაში სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში მათი ყველა ვიზიტი კოორდინირებული უნდა იყოს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, ან გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან”, – წერს გამოცემა, RBC.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შოიგუმ წერილით მიმართა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს ვიაჩესლავ ვოლოდინს. RBC-ს ერთ ერთი წყაროს ცნობით, ვოლოდინმა წერილი გასულ კვირას მიიღო და ის „სარეკომენდაციო ხასიათის იყო“.

მსგავსი თემები