„ახალ, მრავალპოლარულ მსოფლიოში აფრიკა რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორი გახდება” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ახალ, მრავალპოლარულ მსოფლიოში“ აფრიკა რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორი გახდება.

CNN-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება პუტინმა რუსეთ-აფრიკის სამიტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ტარდება.

მედიის ცნობით, დღის წესრიგის მთავარი თემა, სავარაუდოდ, მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა იქნება.

„ასეთი მაღალი დონის სამიტები იშვიათია პუტინისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდა. სანქტ-პეტერბურგის სამიტს მხოლოდ და მხოლოდ 17 აფრიკული ქვეყნის ლიდერი ესწრება, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას ჩათვლით, როდესაც წინა სამიტზე, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, ლიდერების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო“, – წერს CNN.

მსგავსი თემები