აშშ ჰააგის სასამართლოს რუსეთის ომის დანაშაულებზე მტკიცებულებებს გაუგზავნის

შეერთებული შტატები უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებასთან ითანამშრომლებს, – ეს გადაწყვეტილება თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა უკვე მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი შიდა დებატების შემდეგ მიიღეს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ სისხლის სამართლის სასამართლოსთვის მტკიცებულებების გაზიარებას დათანხმდა.

რა ინფორმაციას გაუზიარებს აშშ სასამართლოს, საბოლოოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი გამოძიებისთვის.

შეგახსენებთ, რომ აშშ რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა არ არის და მის ტერიტორიაზე ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

მსგავსი თემები