„საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია და გამჭირვალეა, რადგან რთულია, დღეს რამე დამალო“ – კალაძე

„საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია და გამჭირვალეა, რადგან რთულია, დღეს რამე დამალო“. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის შეფასებით, მოქმედი ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას დააზიანებს.

„დღევანდელ რეალობაში შეუძლებელია რაღაცის დამალვა. მაგიტომ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ ვმოქმედებთ, მით უმეტეს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში. ნებისმიერ საკითხსა და თემაზე ყველას მიუწვდება ხელი. რა თქმა უნდა, არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები