სერგეი შოიგუმ ჩრდილო კორეილ ლიდერთან უსაფრთხოების საკითხები განიხილა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება. სერგეი შოიგუ ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს – კიმ ჩენ ინს შეხვდა და უაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ინტერესის საკითხები განიხილეს.

რუსეთის დელეგაცია ჩრდილო კორეაში კორეის ომში საომარი მოქმედებების დასრულების 70 წლისთავის აღსანიშნავად მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს.

 

მსგავსი თემები