ახალციხეში ყირიმ–კონგოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალციხეში, სოფელ ანდაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

დაავადება შუახნის კაცს დაუდასტურდა და  თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი თემები