„კუჭის რაღაც ნაწილი ამოიჭრა, რომ არ გასუქდეს“ – მეუფე სააკაშვილზე  

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, მიხეილ სააკაშილმა კუჭის ნაწილი ამოიჭრა და საზოგადოებას ატყუებს, რომ წონაში იკლებს.  მეუფემ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის დანაშაულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დანაშაული დამტკიცებულია.

„ეს დადგინდა სასამართლოთი და თუ ეს ყველაფერი ტყუილია სასამართლო წესით დაუპირისპირდნენ ამას, გამოიძიონ და დაამტკიცონ, რომ ასე არ ყოფილა. კუჭის რაღაც ნაწილი ამოიჭრა, რომ არ გასუქდეს და ამის გამო დასუსტდა. მერე კიდე კალორაჟს აკლებენ, რომ ეს ფარსი დადგან. ეს სასაცილოა და ამაში პრეზიდენტები ერთვებიან“, – აღნიშნა მეუფემ საკვირაო ქადაგებისას.

მსგავსი თემები