პრეზიდენტმა ზელენსკიმ „აზოვის“ მებრძოლები დაიბრუნა

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთიდან უკრაინაში „აზოვის“ მცველებთან ერთად დაბრუნდა. პრეზიდენტმა პირადად ჩაიყვანა ისინი უკრაინაში. საუბარია იმ ტყვეებზე, მებრძოლებზე, რომელიც „აზოვსტალის ქარხნიდან“ რუსმა სამხედროებმა გაიყვანეს და რუსეთში გადაიყანეს.

რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ კი ისინი მკურნალობას თურქეთში, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატვით გადიოდნენ.

„თურქეთიდან სახლში ვბრუნდებითმ თან ჩვენს გმირებს ვაბრუნებთ სახლში. უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეხა. ისინი საბოლოოდ თავიანთ ახლობლებთან იქნებიან. დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი.

ტყვეების გათავისუფლება 2022 წლის სექტემბერში მოხერხდა და მას შემდეგ  თურქეთში იმყოფებოდნენ.

 

მსგავსი თემები