„ალიანსის წევრების უმრავლესობა პირდაპირი დარტყმის ზონაში აღმოჩნდება“, – მარია  ზახაროვა

რუსული მხარის ინფორმაციით, ნატო-ს ლიდერებმა მოახლოებულ სამიტზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი უნდა განიხილონ. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, თუ ეს არ მოხდა, ალიანსის წევრთა უმრავლესობა დარტყმის ზონაში აღმოჩნდება.

„ეს არის ტერორისტული რეჟიმი. მათ დაიწყეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სისტემატური დაზიანება. ნატო-ს სამიტზე მთავარი ყურადღება ამ თემას უნდა დაეთმოს. ბოლოს და ბოლოს, ალიანსის წევრების უმრავლესობა პირდაპირი დარტყმის ზონაში აღმოჩნდება“, – აცხადებს მარია ზახაროვა.

 

მსგავსი თემები