„პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლის გამო გაერო ხელისუფებას მიმართავს

საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

“გაერო გმობს ძალადობასა და თავდასხმებს Tbilisi Pride-ზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს და გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასათვის, მათ შორის ლგბტ+ პირებისთვის”, – აღნიშნულია საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.

მსგავსი თემები