,,ჩვენ არ გვინდა ხალხი…”- ტრამპი საიმიგრაციო კანონების გამკაცრების პირობას დებს საფრანგეთის არეულობის ფონზე

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  კიდევ ერთი პუნქტი დაამატა თავის დაპირებების სიას და  დაარწმუნა მხარდამჭერები, რომ თუ 2024 წელს დაიბრუნებს თეთრ სახლს, ის გააძლიერებს ქვეყნის საიმიგრაციო კანონებს.

ტრამპი საფრანგეთში არეულობას მიგრაციის პრობლემას უკავშირებს. ღონისძიებაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ემიგრანტებს, რომელთაც სურთ შეერთებულ შტატებში შესვლა, უნდა ჰქონდეთ ამერიკული ღირებულებები და მზად იყვნენ შეითვისონ მათი კულტურა.

„როგორც საფრანგეთში საზარელმა არეულობებმა დაამტკიცა, ჩვენ ასევე უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა ყველამ, ვინც ამერიკაში მოდის, გაიზიაროს ჩვენი ღირებულებები. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც ვძულვართ, ჩვენ გვინდა ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, საფრანგეთში „საშინელი არეულობა“ მოითხოვს საპასუხო ქმედებებს, რაც მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასა და საზღვრების გამაგრებას გულისხმობს.

მსგავსი თემები