„ძალიან მძიმე სანახავი იყო როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს”- ნინო წილოსანი

პრაიდფესტივალის ჩაშლას უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი ეხმაურება. მისი თქმით, „მძიმე სანახავი იყო“ როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს.

„ძალიან მძიმე სანახავი იყო როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს ისინი, ვისაც ამის არც კონსტიტუციური უფლება და არც ლოგიკური საფუძვლები არ ჰქონდათ “ – წერს ნინო წილოსანი.

ამასთან, ნინო წილოსანმა საკუთარი პოსტის კომენტარებში შემდეგი კომენტარიც დატოვა.

„მეგობრებო, სათითაოდ ვერ გიპასუხებთ, მაგრამ თხოვნა მაქვს, დაფიქრდით- როგორი სახელმწიფო გვინდა? ძალადობრივი? ის რომელიც კანონებით კი არა ემოციებით იმართება? სხვა ადამიანებს არ ვაძლევთ უფლებას იცხოვრონ ისე, როგორც სურთ? იმის გათვალისწინებით რომ არ ლახავენ ჩვენს უფლებებს? მგონი, სულ სხვა ტრადიციების ქვეყანა გადმოგვილოცეს წინაპრებმა – ტოლერანტული, მამაცი და სამართლიანი.. არასდროს ისტორიაში განსხვავებული მოცემულობის გამო ადამიანები არ დაგვიჩაგრავს, ამიტომ ღირსეულად ვატაროთ როგორც ქვეყნის, ასევე რწმენის ტრადიციები“. – წერს ნინო წილოსანი.

მსგავსი თემები