„აზოვის“ მებრძოლების უკრაინაში დაბრუნებით კრემლი განრისხებულია და თურქეთს შეთანხმების დარღვევაში ამხელს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთიდან სამშობლოში ხელდამშვენებული დაბრუნდა. მან თურქეთიდან უკრაინაში „აზოვის“ მებრძოლები ჩაიყვანა რასაც კრემლის განრისხება მოჰყვა. კერძოდ, კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისთვის არ იყო ცნობილი რომ „ბოევიკებს“ უკრაინაში ჩაიყვანდნენ.

„აზოვის” მეთაურების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნება სხვა არაფერია, თუ არა არსებული ხელშეკრულებების პირობების პირდაპირი დარღვევა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში პირობები დაირღვა როგორც უკრაინული, ასევე, თურქული მხარის მიერ. რუსეთისთვის არავის უცნობებია ბოევიკების გადაცემის შესახებ“, – აცხადებს კრემლის პრეს-სპიკერი პესკოვი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ „აზოვის“ მებრძოლები დაიბრუნა

მსგავსი თემები