„სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება“ – მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას „სოდომურ ცოდვებზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე უამრავი დაწესებულება მუშაობს.

მეუფემ ქადაგებისას „პრაიდის“ ფესტივალზეც გაამახვილა ყურადღება.

,,ძალიან ხშირად გვესმის ტელევიზიებიდან დაზეპირებული ფრაზები: „ულტრამემარჯვენე“, „მოძალადე ჯგუფები“, ყოველ წუთს იმეორებენ, ამ სახელს არქმევენ ქართველ ხალხს, რადგან საქართველო ამ პოზიციას გამოხატავს. შეიძულე ურჯულოება და შეიყვარე სიმართლე, როცა ეს ხალხი გამოდის ქუჩაში სხვა გზა არ დაუტოვეს, ძალმომრეობა მიდის, ძალით უნდათ ქართველ ერს მოახვიონ ურჯულოება, ანუ ეს სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება , მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის ელჩები, ძალით თავს ახვევენ საქართველოს იმას, რაც საქართველოს არ უნდა“ – იქადაგა მეუფემ.

 

მსგავსი თემები