„ვინმე ხართ მომხრე, რომ ეს სოდომური, გეი პარადები ჩატარდეს საქართველოში? – მეუფე სტეფანე  

„როცა ლაპარაკობს ვინმე მოძალადეზე, მოძალადეები თვითონ ისინი არიან, ვინც საქართველოს თავს ახვევს სოდომიის ცოდვას და ამ სოდომიის ცოდვის მიღება უნდა მოხდეს საქართველოს მიერ
„ – აღნიშნა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას.

მეუფეს ქადაგებით, ცდილობენ, რომ ამ „სოდომურ ცოდვებში“ სხვადასხვა სტრუქტურებიც ჩართონ.

„უნდათ ჩართონ სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ჩვენი არჩეული ხელისუფლება და ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები , რადგან უნდათ, რომ მათი მეშვეობით განახორციელონ. ჩვენ ერთი გვყავს მასეთი, ის თავს მთავარსარდლად მიიჩნევს, ის ყოველდღე ამას გვახვევს თავს და თავისი მოქმედებით, განცხადებებით საერთოდ დაკარგა ლეგიტიმაცია იმდენად უაზრობაშია შესული საქართველოს მოსახლეობასთან, იმდენად არის დაპირისპირებული. ვინმე ხართ მომხრე, რომ ეს სოდომური, გეი პარადები ჩატარდეს საქართველოში?“ – მიმართა მეუფემ მრევლს.

მისივე ქადაგებით, საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა ეკლესიის მხარდამჭერია.

„საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ყველაფერში რასაც საქართველოს ეკლესია აკეთებს. ჩვენს ქვეყანაში 90%-ს მოძალადეს რომ ეძახის, თვითონ ისინი ვინ არიან? მშვიდობის მტრედები არიან? ამ დროს მილიარდობით დაფინანსება ხდება აი, ამ მართლა მოძალადეებისა, რომლებიც ძალით გვახვევენ თავს საქართველოსთვის მიუღებელ ცხოვრების წესს. გამოდის, რომ სოდომური ცხოვრება ჩვენთვის უნდა იყოს სიკეთე და ბედნიერება, ჩვენ თურმე ამით უნდა ვიყოთ ნეტარებაში. სადა ვართ საერთოდ და საით მივდივართ?“ – იქადაგა მეუფე სტეფანემ.

მსგავსი თემები