ქუთაისში კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა

იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ქუთაისის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში 9 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში იყო გადაგზავნილი და ერთი დადებითი პასუხი მიიღეს.

კლინიკის ხელმძღვანელის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, COVID 19 ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები