ქალს, რომელმაც შვილი და სამი შვილიშვილი მოკლა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსეთში, სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქალს, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი  ქალიშვილისა და სამი შვილიშვილის – სამი, ხუთი და შვიდი წლის ბავშვების მოწამვლა.

თავდაპირველად ქალი უარყოფდა დანაშაულში მონაწილეობას, მაგრამ გამოძიების დროს მან აღიარებითი ჩვენება მისცა. მან მოწამლა მძიმე ცერებრალური დამბლით დაავადებული 23 წლის გოგონა და მისი სამი შვილი რძის ფაფაში შერეული შხამით.

მსჯავრდებულმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ახლობლების მოვლა ძალიან გაუჭირდა.

მსგავსი თემები