„დიდი ჯალათი  სტრიპტიზებს ატარებს სასამართლოებზე“ – მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილზე

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ბრძანებით უამრავი ადამიანი გააუპატიურეს და დღეს კი გათავისუფლებას ითხოვს და უკრაინის ხელისუფლების იმედი აქვს.

,,წინა ხელისუფლება ჯალათი იყო. დღეს მათი დიდი ჯალათი ტირის და „სტრიპტიზებს“ ატარებს სასამართლოებზე. უცხო ქვეყნების პრეზიდენტების იმედით და არა თავისი ქვეყნის მოსახლეობის იმედით ცდილობს, თავი დაიხსნას სამართლიანი სასჯელისაგან. მისი სასჯელი ეს არის ძალიან მინიმუმი. უამრავი ადამიანია, რომლებსაც გაცილებით ნაკლები დანაშაული აქვთ ჩადენილი და გაცილებით დიდი სასჯელი აქვთ. სიგიჟემდე მივედით. გაძარცვეს ქვეყანა, დაარბიეს მოსახლეობა“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

მისი თქმით,  უკრაინის ხელისუფლებას არავინ არაფერს კითხვას.

„საერთოდ რა შუაშია უკრაინის ხელისუფლება, ვინ ჰკითხავს. ადამიანი დასჯილია სასამართლოთი, თუ რამე უნდა შეეწინააღმდეგოს სამართლებრივი წესით და არა პოლიტიკური. დაამტკიცოს რომ არაა დამნაშავე და მართალია. მაშინ შეუძლია ილაპარაკოს ხმამაღლა, რომ ეს კაცი ტყუილად არის ციხეში. როცა ვიცით, რომ ამ კაცს ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვის თავის ერის წინაშე და ზოგადად ადამიანურობის წინაშე. ყველამ კარგად ვიცით რამდენი ადამიანი დაიხოცა მისი ბრძანებით, რამდენი ადამიანი გააუპატიურეს, რამდენი დასაჯეს, რამდენს წაართვეს ქონება“ – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

 

მსგავსი თემები