,,მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას”- სანდრა რულოვსი

,,მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას სანამ განთავისუფლდება და სხვა ვითარებაში,” –  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის შემდეგ არ უნახავს.

,,2021 – წლის მერე არ მინახავს, მას შემდეგ რაც საბერძნეთში ერთად ვიყავით. მინდა დაველოდო მასთან შეხვედრას სანამ განთავისუფლდება და სხვა ვითარებაში, ჯანმრთელობის და გათავისუფლების გათვალისწინებით ნაკლებად გამიჭირდება მასთან პირად საკითხებზე საუბარი.“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა ”ფორმულასთან”.

მსგავსი თემები