უკრაინის ხელისუფლების ეს პოზიცია შეურაცხმყოფელია – ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს ელჩს 48 საათს მისცა, უკრაინის დასატოვებლად და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციების გასამართად.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია.

,,რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს რომელიც ომის მდგომარეობაშია, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ როგორც თავადვე აღიარეს შემდეგ, ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როცა იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს. მე არ მინდა ამაზე ღრმად შევიდე, ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან იმიტომ რომ ეს ქვეყანა დღეს ომის მდგომარეობაშია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს, რომ  დატოვოს ქვეყანა და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციები გამართოს

მსგავსი თემები