ზელენსკის გადაწყვეტილებას საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, რომ აი ნახეთ, რა ცუდია უკრაინის მთავრობა – ალექსანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს ელჩს 48 საათს მისცა, უკრაინის დასატოვებლად და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციების გასამართად.

მისი თქმით, ”ქართული ოცნება” უკრინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას  საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.

„ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ამ შიდა დაპირისპირებამ გადააყოლა საგარეო ურთიერთობები, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ „ქართულ ოცნებას” ზოგადად შეუძლია, ნებისმიერი მსხვერპლი გაწიროს, რომ შიდა დაპირისპირება, ვიწროპარტიული ინტერესებისთვის რაღაც სარგებელი მიიღოს. ამ ნაწილში ადეკვატურობა არ ჩანს. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ თხოვნას გაითვალისწინებენ. მოლოდინი მაქვს, რომ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ, რომ აი ნახეთ, რა ცუდია უკრაინის მთავრობა. უკრაინის მთავრობა შეიძლება ასე ან ისე იქცეოდეს, მაგრამ უკრაინის მოქალაქეზეა საუბარი, რაც არ უნდა იყოს და რაც მთავარია, უკრაინის მოქალაქის გამო ყველაფერი ცუდად გვაქვს საგარეო ურთიერთობაში.

პასუხისმგებლიანი მთავრობა ამ საკითხს სხვანაირად მიუდგებოდა. რაც არ უნდა იყოს ზელენსკის განცხადების მიზეზი, როგორი მოტივაციაც არ უნდა ჰქონდეს, რაღაც გაგებით მას ამის უფლება აქვს. ჩვენ შეიძლება, მოგვწონდეს არ მოგვწონდეს, ის სხვა ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც თავისი ქვეყნის მოქალაქეზე ზრუნავს, მას ვერანაირად დაადანაშაულებ ამაში, ჩვენი საქმე არის, რომ წესიერი ურთიერთობა მაინც გვქონდეს უკრაინასთან. ეს ურთიერთობები თუ გადავაყოლეთ მიხეილ სააკაშვილს, ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ეს პრობლემა გავმართოთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს, რომ  დატოვოს ქვეყანა და სააკაშვილის თემაზე საქართველოში კონსულტაციები გამართოს

მსგავსი თემები