ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე ოთხი უკრაინული დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებით,  საჰაერო თავდაცვამ აღკვეთა უკრაინის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 5 დრონით მოსკოვსა და რეგიონის ობიექტებზე.

,,დღეს დილით კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვის რეგიონსა და ახალ მოსკოვში არსებულ ობიექტებზე, ჩაიშალა. ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს ელექტრონული ომის საშუალებით და ჩამოვარდა მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე. აღკვეთილი ტერაქტის შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

მსგავსი თემები