“მოსახლეობისა და ტურისტებისთვის უკეთესი იქნება, თუ სანქციები მოიხსნება“ – საფრანგეთის ელჩი

  •  

საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ფიქრობს, რომ გავრილოვთან დაკავშირებით, თბილისში მომხდარ ამბებზე, რუსეთის რეაქცია ბუნებრივი იყო. ფრანგი დიპლომატის შეფასებით, ემოციების დახარჯვის შემდეგ, ყველაფერი ჩვეულ ფორმებში დაბრუნდება.

„თუ ვაღიარებთ, რომ გავრილოვის სპიკერატში ჯდომის გამო საქართველოში ჰქონდათ რეაქცია, ბუნებრივია, შეგვიძლია მხედველობაში მივიღოთ ისიც, რომ რუსეთშიც ექნებოდათ ემოციური რეაქცია, როცა დუმის წევრების დამალვა და შემდეგ გამოშვება გახდა აუცილებელი. ჩემი შეფასებით, მას შემდეგ, რაც ყველა გამოხატავს ემოციასა და გრძნობებს, დადგება დრო და ყველაფერი დაუბრუნდება რეალობასა და პასუხისმგებლობაა“ – აღნიშნა დიპლომატმა.

მისივე შეფასებით, ვლადიმერ პუტინის განცხადება დამატებითი სანქციების არ ამოქმედებაზე, პოზიტიური ნაბიჯი იყო: „განცხადება, რომელიც გაკეთდა ვლადიმერ პუტინის მიერ, სადაც ის მხარს არ უჭერს სანქციების დაწესებას, უახლოეს მომავალში დადებითი ნაბიჯები მოჰყვება. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ყოველთვის გააკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ მოსახლეობისა და ტურისტებისთვის უკეთესი იქნება, თუ არსებული სანქციებიც მოიხსნება.“

მსგავსი თემები