უკრაინა ბახმუტის მიმართულებით წარმატებას აღწევს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელის, ანდრეი კოვალევის განცხადებით,  ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით, დამცველები აგრძელებენ მტერზე ზეწოლას და  გარკვეულ წარმატებას აღწევენ.

„მათ აქვთ ნაწილობრივი წარმატება. მტერი უწევს სასტიკ წინააღმდეგობას და განიცდის უზარმაზარ ზარალს. ბახმუტის მიმართულებით ძალიან მძიმე ბრძოლა გრძელდება“, – განაცხადა კოვალევმა.

ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსული საოკუპაციო ძალების შეტევის შეკავებას ლიმანსკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებით.

 

მსგავსი თემები