მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ.

,,ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი სურათებით, რომელიც აჩვენებს ჯანმრთელობის მძიმე გაუარესებას ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად დააყენოს მისი კეთილდღეობა და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ”, – წერს მაია სანდუ.

მსგავსი თემები