ზელენსკი ტერორისტულ თავდასხმებს დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღით ახორციელებს – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტი იყო. მისი თქმით, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აფინანსებენ ტერორისტულ რეჟიმს.

,,კიევის რეჟიმის მცდელობა თავდასხმის ზონაზე, სადაც განთავსებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის აეროპორტი, რომელიც სხვათა შორის, ასევე იღებს უცხოურ ფრენებს, კიდევ ერთი ტერორისტული აქტია. იმის გათვალისწინებით, რომ ზელენსკი ამ ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებს დასავლეთის მიერ მოწოდებული ან დასავლური სახსრებით ნაყიდი იარაღით, ეს არის საერთაშორისო ტერორიზმი”, – განაცხადა ზახაროვამ.

 

 

მსგავსი თემები