სამომავლოდ, სტატუსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ყველა თემაზე დაგვჭირდება საზოგადოებასთან მსჯელობა – ირაკლი კობახიძე

თუ იქნება ნეგატიური გადაწყვეტილება მიღებული, ყველა თემაზე დაგვჭირდება საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა. მე იმედს გამოვთქვამ, ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი და საქართველოსთვის დადებითი გადაწყეტილება იქნება მიღებული.

„პირველ რიგში, ოპტიმიზმს გამოვხატავ, იმედია, დეკემბერში სხვანაირი გადაწყეტილება იქნება მიღებული. თეორიულად თუ დაუშვებთ ასეთ განვითარებას, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ამის ახსნა იქნება ძალიან რთული. საზოგადოება ძალიან იმედგაცრუებული იყო შარშან, ივნისში და დეკემბერშიც რომ მოხდეს იგივე, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს საზოგადოების იმედგაცრუებას. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება ყველა დეტალის განხილვა, რაც ასეთ შესაძლო გადაწყვეტილებასთან შეიძლება, იყოს დაკავშირებული, პოლიტიკური რისკები არსებობს, ჩვენ ვერიდებით დღეს ამ პოლიტიკურ რისკებზე საუბარს. სამომავლოდ თუ იქნება ნეგატიური გადაწყვეტილება მიღებული, ყველა თემაზე დაგვჭირდება საზოგადოებასთან ერთად მსჯელობა. მე იმედს გამოვთქვამ, ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და საქართველოსთვის დადებითი გადაწყეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები